გიურზა — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. აქვს დაახლოებით 1,5 მ სიგრძის სხეული. რუხი ფერისაა, ზურგზე მუქი კოპლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ამიერკავკასიაში, დაღესტანში, შუა აზიის რესპუბლიკების სამხრეთ ნაწილში; საქართველოში — შირაქში, გარეჯის უდაბნოში, თბილისის მიდამოებში. ბინადრობს ქსეროფიტულ ბიოტოპებში. ადის ზღვის დონიდან 1500 მ-მდე. ზაფხულის დამლევს დებს 15-20 კვერცხს, რომლებიდანაც 35-45 დღის შემდეგ იჩეკება 23-25 სმ სიგრძის წიწილები. გიურზა იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით, ბაჭიებით. მისი ნაკბენი სასიკვდილოა ადამიანისა და ცხოველებისათვის.
ახალგაზრდა გიურზები ნადირობენ პატარა ხვლიკებზე, ზრდასრულები - ვირთხებზე, კურდღლებზე, პატარა ხერხემლიანებზე, ხვლიკებზე, კუებზე და მათ კვერცხებზე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ზოგჯერ ჩიტებზეც. ამ დროს ისინი ადიან ხეებზე და იმალებიან ფოთლებს შორის. ზოგჯერ ჩიტებს წყალსატევებთან ელოდებიან და წყლის დალევის დროს ადვილად იჭერენ მათ. მათ საკვებს, ძირითადად, ბეღურას ზომის ჩიტები წარმოადგენენ.
შხამიანი გიურზა
No comments:
Post a Comment